სურსათის ეროვნული სააგენტო, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს

​სურსათის ეროვნული სააგენტო, სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოსახლეობას აფრთხილებს, არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან თავი შეიკავონ.
​როგორც „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააღდგომო დღესასწაულების მოახლოებასთან ერთად, იზრდება მაღალი რისკის შემცველი სურსათის რეალიზაციის საფრთხე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. განსაკუთრებით საშიშია ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ – არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას! სურსათის ეროვნული სააგენტო მიესალმება თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ე. წ. გარე მოვაჭრეებისათვის შესაბამისი ფართის შეთავაზებაზე, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სურსათის უვნებლობის სტანდარტები და რეალიზაციის პირობები”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები