მაია ბითაძე კონფერენციას „პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვებითი მრეწველობის განვითარება კავკასიაში“ დაესწრო

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „პასუხისმგებლიანი სამთო-მოპოვებითი მრეწველობის განვითარება კავკასიაში“ გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ მიმართა.
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, 2014 წლიდან ახორციელებს რეგიონულ პროექტს – “გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა სასარგებლო წიაღისეულის მართვის სექტორში კავკასიაში”. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება, გარემოსდაცვითი განათლებისა და ცნობიერების გაზრდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სოფლად მდგრადი განვითარების პრინციპების ხელშეწყობა. კონფერენციაზე წარმოადგინეს სამი წლის განმავლობაში რეგიონული პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და მათი შედეგები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. შეხვედრას პარტნიორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები