დავით დვალი: ეს ტელევიზია ვის ეკუთვნოდა და ვის წაართვეს უსამართლოდ, დომენის მფლობელობიდანაც ჩანს

“ეს ტელევიზია ვის ეკუთვნოდა და ვის წაართვეს უსამართლოდ, დომენის მფლობელობიდანაც ჩანს”, – ამის შესახებ განცხადება „რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა გააკეთა.
​როგორც დღეს “პირველ პრესკლუბში” გამართულ პრესკონფერენციაზე დვალმა აღნიშნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს მეილთან და ფაილთან ე.წ. გადმოგორების წვდომის უფლება უნარჩუნდებათ. დავით დვალის განცხადებით, მისი და ჯარჯი აქიმიძის ამოცანა არხის მუშაობის შეფერხება არ არის.
„ჩვენ შეგნებულად მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე, რომ არ ჩავუთიშოთ „რუსთავი 2“- ის თანამშრომლებს მეილით სარგებლობისა და ფაილებთან წვდომის ანუ გადმოგორების სისტემის სარგებლობის უფლება, რათა არ შეფერხდეს მუშაობა.
ჩვენი ამოცანა მუშაობის შეფერხება არ არის. უბრალოდ, ჩვენ ვიბრუნებთ იმას, რაც საბოლოოდ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს. ამიერიდან ეს საიტი მოემსახურება სიმართლისა და იმის გაშუქებას, რა მოხდა მაშინ და რა ხდება დღეს“, – განაცხადა დავით დვალმა.
შეგახსენებთ, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვებგვერდის მისამართი შეიცვალა. ამის მიზეზი კი “რუსთავი 2″-ის ყოფილი მფლობელის დავით დვალის მიერ ტელევიზიის ონლაინ პლატფორმის გათიშვა გახდა. როგორც დვალმა განაცხადა, ტელეკომპანიის ვებგვერდი „rustavi2.com” წლების განმავლობაში მას ეკუთვნოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები