სოფიო ქაცარავა და ნიკოლოზ ნათენაძე კანადის სენატის დელეგაციას შეხვდნენ

????????????????????????????????????

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა  და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე კანადის სენატის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს და საგარეო საკითხთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის წევრს, სალმა ატაულაჰჯანის შეხვდნენ.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და საპარლამენტო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანმშრომლობის მნიშვნელობაც.
საუბარი, ასევე,  საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს შეეხო. სალმა ატაულაჰჯანიმ ქართულ მხარეს ვიზალიბერალიზაცია მიულოცა და აღნიშნა, რომ კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები