სოფიო ქაცარავა და ნიკოლოზ ნათენაძე იაპონიის ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაციას შეხვდა

ბანგლადეშში ვიზიტით მყოფი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე  იაპონიის ეროვნული პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის წევრს, შუნიჩი სუზუკის შეხვდნენ.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და მეგობრობის ჯგუფების ფორმატში თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს. სოფიო ქაცარავამ იაპონელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო. საუბარი, ასევე, შეეხო ტურიზმისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. შუნიჩი სუზუკის განცხადებით, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები