“საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მნიშვნელოვანია საპარლამენტო ურთიერთობებისათვის”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, შრი-ლანკაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 136-ე ასამბლეას დიდი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო ურთიერთობებისათვის.
მისი განმარტებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აქტიურად არის ჩართული რეზოლუციების პროექტების შედგენის პროცესში.
“ასამბლეას გააჩნია ძალიან დიდი მნიშვნელობა საპარლამენტო ურთიერთობისათვის. ხდება გარკვეული რეზოუციების მიღება. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ რეზოლუციების პროექტის შედგენაში, შესაბამის შენიშვნებს ვუჭერთ მხარს. მაგალითად, უკრაინის დელეგაციის შენიშვნები არის ჩვენთვის მისაღები და მოხდება მათი მხარდაჭერა. შესაბამისად მოხდება კენჭისყრა, სადაც საქართველოს დელეგაცია დააფიქსირებს თავის პოზიციას”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ასამბლეის სხდომა დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიხსნა. სესიის მთავარი თემაა: “უთანასწორობის აღმოფხვრა: ღირსების და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ყველასთვის”.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 136-ე ასამბლეა 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები