რუსთავში, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე რუსთავი-ვარკეთილის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი დამქირავებელი კომპანიის, ”ინტერტრანსის” მიერ დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ.
ამასთან, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც მოითხოვენ.
რაც შეეხება კომპანიას, ისინი მძღოლების პროტესტს ჯერ არ გამოხმაურებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები