დღეს მართლმადიდებლური ეკლესია მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეს აღნიშნავს

დიდმარხვის მეხუთე კვირას, 2 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ღირსი დედის, მარიამ ეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს. მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა გაიმართება. წმიდა მარიამ ეგვიპტელი V საუკუნეში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები წმინდა მამა ზოსიმე პალესტინელმა შემოინახა.
იგი წმ. მარიამ ეგვიპტელს იორდანის უდაბნოში შეხვდა, სადაც მისი თავგადასავალი შეიტყო. მარიამი, რომელიც, ახალგაზრდობაში უღირსი ცხოვრებით ცხოვრობდა, ღვთის განგებით მოექცა და ცოდვების მოსანანიებლად მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება უდაბნოში გაატარა, სადაც აღესრულა კიდეც. დიდმარხვა წელს 27 თებერვალს დაიწყო და 16 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები