სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოდან საავადმყოფოში მოთავსებულმა 11-ვე ბავშვმა კლინიკა დატოვა

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს ბაგა-ბაღიდან წნორის რაიონის კლინიკა „არქიმედე გლობალ ჯორჯიაში“ მოთავსებული 11 ბავშვი სახლში გაწერეს.
31 მარტს 9 ბავშვი მაღალი ტემპერატურით, ღებინებითა და გულისრევის სიმპტომებით გადაიყვანეს, 1-ელ აპრილს კი 2 ბავშვი მოათავსეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმპტომები არა საკვებს, არამედ ვირუსულ ინფექციას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით საქობოს საბავშვო ბაღში უკვე იმყოფებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ბიუროდან ჯგუფი და დაიდო დასკვნა, რომ ბაღში სანიტარული ნორმები დაცულია, კვების პროდუქტების ვარგისიანობა ნორმაშია და კვებითი ინტოქსიკაცია გამოირიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები