ირაკლი კობახიძე შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

????????????????????????????????????

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბანგლადეშში ვიზიტს განაგრძობს.
დელეგაცია დღეს შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის  თავმჯდომარეს, კარუნარატნე ჯაიასურიას შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავება.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური  ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავი აღინიშნება, რაც, მათივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაზე მეტყველებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შრი-ლანკაში მიიწვია.  როგორც შეხვედრაზე შეთანხმდნენ, შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საპასუხო ვიზიტით ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები