დღეს, საქართველოში ნატო-ს დღეები იწყება

დღეს, საქართველოში ნატო-ს დღეები იწყება. ორგანიზატორების ინფორმაციით, ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით, 2 აპრილს, 12:00 საათიდან ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობა გაიმართება.
დღეს, ნატო-ს დღეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ოფიციალურად გახსნიან.
ორგანიზატორების ცნობით, ნატო-ს დღეები 11 აპრილამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები