დღეს ამაღლების ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში, ამაღლების ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება შეზღუდული იქნება დღეს 12:00-დან 22:00 საათამდე. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადებს, საგანგებო სამსახურსა და საპატრულო პოლიციას.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები