ქალაქი უნდა ჰგავდეს ქალაქს, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ – მოქალაქეები გარევაჭრობის შესახებ

თბილისის მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე და ცენტრალურ ქუჩებში უკანონო გარევაჭრობის აკრძალვა, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, აქტიური განხილვის თემაა. დედაქალაქის მერიამ უკანონო გარევაჭრობასთან ბრძოლა, მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, საიდანაც აიღეს გარევაჭრობის უსახური კონსტრუქციები. მოგვიანებით ანალოგიური დასუფთავების აქცია, ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.
​დედაქალაქის მერიის მიერ წამოწყებულ კამპანიას, გარემოვაჭრეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამასთან დაკავშირებით თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის განხორციელება დაუშვებელია და ყველა უკანონო ქმედებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, კერძოდ, უფლებამოსილების ფარგლებში აღკვეთენ ქალაქის ქუჩებში მიმდინარე უნებართვო გარევაჭრობას და “გარკვეული პირების მიერ, თემით სპეკულირება ვერ გახდება აღნიშნულის ხელშეშლის, ან შეჩერების საფუძველი”,- აცხადებს ლექვინაძე.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ, ასევე, ავრცელებენ, ქალაქის სხვადასხვა უბნებში გადაღებულ ფოტოებს, სადაც გარემოვაჭრეების გამო ქვეითებს ქუჩაში კომფორტულად გადაადგილებაში ხელი ეშლებათ:
Eka Shengelia: თუ დაიწყეთ, ბოლომდე მიჰყევით… ძლივს, რაღაცას დაემსგავსა ქალაქი და უკვე მერამდენე წელია, ისევ საღორეა.Dato Gogishvili: გარემოვაჭრეებზე მეტად პრობლემურია ტროტუარებზე უნებართვოდ გაჩერებული ავტომობილები. მანდ ვერ ხართ მაინცდამაინც ეფექტიანები.
Temo G. Kalandadze: მიმაჩნია, რომ ეს საკითხი, ადრე თუ გვიან, უნდა მოგვარებულიყო. მაგრამ, ქალაქის ხელისუფლებას აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა, არსებული სოციალური მდგომარეობა და საკითხი, როგორც ყოველთვის, ასე ნაჩქარევად არე უნდა გადაეწყვიტა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს – ორგანიზება გაუკეთოს გარე ვაჭრობის საკითხს. გამოყოს სპეციალური ტერიტორიები, სათავსოები და თვითდასაქმებულებს მისცეს პურის ფულის შოვნის საშუალება.
NA Tia: მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიასაც მიხედეთ. თბილისი მარტო “მარჯანიშვილი” და “ვაგზალია“??! ქალაქის მერიიდან უნდა მოაბრძანო და გაუშვა ამ ტერიტორიაზე, გასასვლელს თუ მიაგნებენ ერთი! და ამ დროს ბაზარი ნახევრად ცარიელია. თან აქ ჯდომაშიც ჩვეულებრივად ფულს იხდიან, ჩემი თვალით მაქვს ნანახი! მეტროდან ამოსასვლელი ფართო კიბე იყო, რომელიც დაანგრიეს და მის ადგილას “გლდანი მოლი” ააშენეს. ახლა ქალაქში გასასვლელი გზა ან ამ სავაჭრო ცენტრზე გადის, ან ვიწრო გვირაბზე, რომელიც ასევე გარემოვაჭრეებით არის სავსე. მეტროში რამე გაუთვალისწინებელი შემთხვევა რომ მოხდეს, უსაფრთხოდ ვერ გამოაღწევს ვერავინ!
Manana Dato: ქალაქი უნდა გავდეს ქალაქს, შეიყვანეთ მოვაჭრეები ბაზრებსა და ბაზრობებზე! ტროტუარზე ვერ გაივლი…
Ia Kvrivishvili: ვერც ერთ მეტროსადგურთან, რომ გეჩქარება ხო ვერ გაივლი. ფეხებში გედება მუყაოს დახლები! არა ნამდვილად მოსაშორებელია. მოსახლეობა დავუდგებით მერიას გვერდით, თუ საჭირო გახდა…
Lali Lali Gelovani: მიყევით ბოლომდე! სირცხვილია, რას ჰგავს ქალაქი? ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე!!!!
Vano Kutulashvili: ყველგან აკრძალეთ! გარე უბნებშიც…
Ia Kvrivishvili: მივესალმები ქალაქის გასუფთავებას დაძონძილი, დაკონკილი დახლებისგან!
Guja Fangani: მეტროსადგურ “სამგორიდანაც” მოაშორეთ გარემოვაჭრეები.
Tamuna Gabeskiria: ბოლომდე მიაწექით და ქალაქი დაემსგავსოს ქალაქს !!!
Nino Trapaidze: რობაქიძის გამზირი 90 -იან წლებს დაუბრუნდა. “ნუგეშის” ჯიხურში კონსულტანტმა პირადი ბაზარიც მოაწყო მარცხნივ, მარჯვნივ ტანსაცმლის ბაზრობა. ახლა დაველოდოთ 2 აპრილს თბილისის მერია თუ არაფერი გვეშველება?!?!?!
Teko Tekoteko: პლეხანოვზე საშინელება ხდება, სირცხვილია, მერე შეურაცხყოფილად ვგრძნობთ თავს ტურისტი რამეს რომ დაწერს! ასაკრძალია, აბა რა არის, არც უნდა დაეშვათ აქამდე!!

ანა ანუკი ქემაშვილი: შევიდნენ ბაზრებში და გარეთ რომ აღარ იქნებიან, ძალაუნებურად ვინც მათგან ყიდულობს პროდუქტს, იქაც მივლენ. ჩვენც ხომ გვაქვს უფლებები, გამვლელებს? სამსახურში მიმავალს, ხან თევზის კუდი მოგედება ტანსაცმელზე, ხან ბანანის ქერქი ფეხსაცმელზე და ხან ქათმის ფეხი, ან მჟავის წვენს შემოგასხურებენ… ასე მართლა არ შეიძლება !!!

www.city.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები