უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში მხილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობა 2015 წელს 943-ს შეადგენდა, მაშინ, როდესაც 2016 წელს ეს მაჩვენებელი 661 იყო. საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში მხილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ქვეყნების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდნენ: თურქეთი – 25%, რუსეთი – 16%, აზერბაიჯანი – 15%, სომხეთი – 14%, ირანი – 5%, უზბეკეთი – 4%, უკრაინა – 3%, ჩინეთი – 2%, ნიგერია – 2%, ბანგლადეში – 1% და სხვა – 13%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები