რუსეთის და ეწ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრებმა რუსეთის ჯარში ოსური ნაწილების შესვლის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის მინისტრმა” იბრაგიმ გასეევმა ორ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ერთი ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ნაწილების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში შესვლას ითვალისწინებს. მეორე კი თავდაცვის სამინისტროს ხაზით ფელდეგერული სამსახურის მუშაობას არეგულირებს.
როგორც ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, ე.წ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობა „კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები