სახალხო დამცველი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე: პრობლემურია საკითხი, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული

„პრობლემურია საკითხი, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, რუსუდან კერვალიშვილის დამნაშავედ ცნობასა და შესაბამისად, მისი დაპატიმრების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
​სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქმის სირთულიდან გამომდინარე, ბრალდებულების დაკავება-დაპატიმრება არ არის გამოსავალი.
​”ალბათ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ მოხდეს დაზარალებულთა უფლებების დაცვა, რომ მათ გარკვეული კომპენსაციები მიიღონ. უშუალოდ საქმეს რაც შეეხება, ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, როცა გამოქვეყნდება სასამართლოს გადაწყვეტილება და გავეცნობით, თუ რას დაეყრდნო სასამართლო. ზოგადად, ეს საკითხი არის პრობლემური, როცა მთელი ოჯახი პასუხისგებაშია მიცემული. ეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო. უნდა ვისაუბროთ იმაზე, დაზარალებულებს ამით რა კონკრეტული შეღავათი აქვთ – ფაქტობრივად არაფერი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები