“4 წელს თუ მომცემდნენ ამდენ მილიონად არ ღირდა”?! – ხმაური კერვალიშვილის განაჩენზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მოსამართლის გიორგი ებანოიძის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.
უკმაყოფილება მოსამართლის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის 4-4 – წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
დაზარალებულებს მიაჩნიათ, რომ მოსამართლემ რუსუდან კერვალიშვილისა და მაია რჩეულიშვილის მიმართ ლმობიერი განაჩენი გამოიტანა.
„უფრო მეტის ღირსები არიან. მათ ჩვენი ფულები შეჭამეს, ჩვენი ჯანმრთელობა და ქონება შეიწირეს. რა დღეშია ხალხი, 4 წელს თუ მომცემდნენ ამდენ მილიონად არ ღირდა?! უფრო მკაცრი განაჩენი უნდა ყოფილიყო“, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა ბრალდებულების ოჯახის წევრების მხრიდანაც. მათ მიაჩნიათ, რომ მოსამართლეს დები – მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი სასამართლოს დარბაზიდან უნდა გაეთავისუფლლებინათ.
ბრალდებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, დაზარალებულთა პრობლემებს მხოლოდ მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი მოაგვარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქმე სააკაძის მოედანზე მდებარე ობიექტს ეხება, რომელზეც თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით, ბრალი ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს ჰქონდათ წარდგენილი.
გამოძიება დებს ამხანაგობა” თაბუკაშვილი 88″-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებს თავდაპირველად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა მოგვიანებით, ბრალდებულებს, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში რამდენიმე პარლამენტის წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც საქმეზე ბრალდებულებისთვის შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის შეფარდებული 150-150 ათას ლარიანი გირაო უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი, რომელიც სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ”ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, გირაოს პირობების დარღვევის გამო, ჩამოართვა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები