პრემიერ-მინისტრი უზბეკეთის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს უზბეკეთის ოლი მაჟლისის (პარლამენტი) სენატის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოდიკ საფაევმა გიორგი კვირიკაშვილს ევროკავშირთან საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგის წარმატებით დასრულება მიულოცა.
მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე.
ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. მხარეებმა ისაუბრეს ახალი აბრეშუმის გზის პროექტზე და იმ დადებით შედეგებზე, რასაც პროექტი მასში ჩართულ ქვეყნებს მოუტანს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკეთის დელეგაციის წევრებს მთავრობის რეფორმების 4–პუნქტიანი გეგმა გააცნო.
საუბარი შეეხო დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
გიორგი კვირიკაშვილმა და სოდიკ საფაევმა კმაყოფილებით აღნიშნეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები