სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ყაზახეთის ტორაგიროვის სახელობის პავლოდარის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მხარეები ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების და პროგრამების შემუშავებაზე შეთანხმდნენ.
მემორანდუმის ფარგლებში, ყაზახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები პუბლიკაცებს, მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებს გამოსცემენ, ასევე, მოხდება აგრარული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ერთობლივი სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, განხორციელდება გაცვლითი სასწავლო პროგრამები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები