43 წლის შალვა ბაკურაძეს ოჯახის წევრები და მეგობრები მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ

43 წლის შალვა ბაკურაძეს ოჯახის წევრები და მეგობრები უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ. ​
როგორც „კვირას“ მისმა ახლობელმა, კობა ნაროუშვილმა განუცხადა, ბაკურაძის კვალი თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, კაზინო “ევროპასთან” ქრება. იგი ბოლოს 25 მარტს ნახეს.
ნაროუშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არანაირი კვალი არ ჩანს. ოჯახმა განცხადებით სამართალდამცავებს უკვე მიმართა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები