ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის თემები დისკრიმინაციის აკრძალვა, მისი არსი და საფუძვლები, პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები, ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტები და მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობა, ასევე, რელიგიის თავისუფლება და ეთნიკური უმცირესობები, გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პირადი ცხოვრების პატივისცემის კონცეფცია და მისი დაცვის სფერო იყო.
ტრენინგის მთავარი მიზანი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება.
ტრენინგს საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები და იურიდიული კომისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები