ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, თბილისის დაწესებულებები საზეიმოდ ირთვება

სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით, თბილისის სხვადასხვა დაწესებულებები საზეიმოდ ირთვება. პარლამენტის შენობაზე თემატური ბანერები დაეშვა.
ახალი ავტობუსებზე ბანერები გაიკვრება. აეროპორტის გზაზე ბილბორდი განთავსდა. თბილისი აეროპორტში სიმბოლურად ევროკავშირისა და საქართველოს დროშებია აღმართული.
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, სიმბოლურად, დედაქალაქის მორთვა დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ევროკავშირის ფერებში განათდება თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი.
მთავრობის ადმინისტრაციაზე კი ევროკავშირის დროშის პროექცია მინათდება. 21:00-ზე ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება გრანდიოზული გალაკონცერტით ევროპის მოედანზე დაგვირგვინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები