ლევან დავითაშვილი ENPARD- II-ის სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრას დაესწრო

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის, ENPARD- II, სამეთვალყურეო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრმა შეხვედრაზე ENPARD-II-ის პირველი ტრანშის განხორციელებისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე და სოფლის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრას სოფლის მეურნობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის დარგში კრისტინა კასელა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსა და სოფლის განვითარების ატაშე ალვარო ორტეგა აპარისიო, ასევე, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები