სამცხე-ჯავახეთს საქართველოში თურქეთის ელჩი ეწვია

სამცხე-ჯავახეთს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ ეწვია. სამხარეო ადმინისტრაციაში იგი მხარის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ მიიღო.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, სტუმარი მხარეში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობითა და ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით რეგიონის პოტენციალით დაინტერესდა.
გუბერნატორმა თურქეთის ელჩს რეგიონში საინვესტიციო გარემო, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მხარეები სამომავლოდ, არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ელჩი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც სტუმრობდა, სადაც თურქოლოგიის კაბინეტი დაათვალიერა და აქ მიმდინარე სამეცნიერო მუშაობას გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები