ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანთან ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ადგილობრივი მკვიდრი – კახაბერ ქისიშვილი დააკავეს. აღნიშნული ბრალდებით ქისიშვილი უკვე მესამედ დააკავეს. დაკავებულების ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კახაბერ ქისიშვილი ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახლობლის მოსანახულებლად გადავიდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
დაკავების ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ. როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა დაკავებულის გასათავისუფლებლად.