ოკუპირებულ აფხაზეთში “საპარლამენტო” არჩევნების მეორე ტური გაიმართა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის არჩვენების მეორე ტური გაიმართა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. ოკუპირებული რეგიონის მასშტაბით, „არჩევნები“ 22 საარჩევნო ოლქის 92 უბანზე ჩატარდა.
მეორე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს ხმათა უმრავლესობა სჭირდება.
“არჩევნების” პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ჩატარდა, სადაც, 35 ადგილისთვის 139 კანდიდატი იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები