სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი იპოვეს

სენაკში დაკარგული 8 წლის ნიკა გაბეჩავას ცხედარი მდინარე ტეხურაში იპოვეს. ამის შესახებ, მისი ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებულნი არიან.
ამ დროისთვის, ადგილზე მაშველები კვლავ მუშაობენ და ცხედრის ამოსვენების შემდეგ, მას ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.  ბავშვი 23 თებერვალს დაიკარგა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
შსს- ს განცხადებით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 129-ე მუხლითაა დაწყებული, რაც დაუხმარებლობას გულისხმობს.
მოზარდის ოჯახი მკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და დაკავებულისთვის წარდგენილი მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები