ნიკა გვარამია: ვაფუძნებთ შპს-ს, ”რუსთავი 2”-ის გუნდს და ის იქნება 51% წილის მფლობელი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გენერალური დირექტორის განცხადებით, ორშაბათს ”რუსთავი 2”-ის გუნდი ახალ შპს-ს აფუძნებს.
გვარამიას თქმით, დღეს, 19:00 საათზე ”რუსთავი 2”-ის გუნდი შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს ”რუსთავი 2”-ის გუნდს, თუ ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მის მართვაზე პასუხისმგებელი.
„ორშაბათს დავაფუძნებთ შპს-ს, ”რუსთავი 2”-ის გუნდი იქნება ამ შპს-ს სახელი და ეს შპს იქნება ამ 51% წილის მფლობელი. დღეს, 19:00 საათზე, ”რუსთავი 2”-ის გუნდი შეიკრიბება და გადაწყდება, რამდენი ადამიანი დააფუძნებს შპს ”რუსთავი 2”-ის გუნდს, თუ ვინ იქნება ამ წილის მფლობელი და მის მართვაზე პასუხისმგებელი. ჩვენ მზად ვართ, კონსულტაციები დავიწყოთ, ჩვენ შემოთავაზებას ვიღებთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ძმები ყარამანიშვილები მზად არიან, ტელეკომპანია ”საქართველოს” წილის 51% კოლექტივს გადასცენ,
რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიის მართვა თანამშრომლების ხელში გადავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები