სოფო კილაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა.
შეხვედრა, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა, მიზნად ისახავდა ახლად შექმნილი ერთეულის, სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას.
შეხვედრის პირველი ნაწილი პრეზენტაციას დაეთმო, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს დეპარტამენტის კონცეფცია, მიზანი და ამოცანები.
პრეზენტაციის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ აუდიტორიას სიტყვით მიმართა , რომელშიც მან სტუდენტური ცხოვრების პრივილეგიებსა და უპირატესობებზე ისაუბრა. იქვე მან გაამხნევა სტუდენტები და მოუწოდა, ყოველთვის ჰქონდეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოზიცია, დაიცვან და იბრძოლონ საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები