ლევან დავითაშვილმა კომპანია “ზეარის” საწარმო დაათვალიერა

 სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანია „ზეარის“ საწარმო დაათვალიერა. მინისტრი ადგილზე გაეცნო კომპანიის ასორტიმენტს და საწარმოში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართული საწარმოების სიმრავლე და მათი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და მსოფლიო ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
კომპანია „ზეარის“ – 2012 წელს დაარსდა. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი და ექსპორტზე პროდუქცია ჩინეთში, ავსტრალიაში, სამხრეთ აფრიკაში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, ჩეხეთში, ესპანეთსა და ყაზახეთში გააქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები