თბილისის მედიათეკების გაერთიანება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უმასპინძლებს

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის დღეს, ვაკის მედიათეკაში ღონისძიება გაიმართება, რომელზეც „ჩვენი თეატრის” მსახიობები მუსიკალურ წარმოდგენას – „ჩვენი ბენდი” გამართავენ.
ასევე, მოეწყობა ფოტოსესია ფერადი წინდებით, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სიმბოლოა.
ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან საბავშვო პროექტ „მედიათეკეის“ მონაწილეები, ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას თანატოლებსა და საზოგადოებაში.
„ჩვენი ხმა საზოგადოებაში“ ეს არის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის წლევანდელი გზავნილი. „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ“ 15-21 მარტს გამართა კვირეული, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება გაიმართა.
ამასთან დაკავშირებით, დღესვე, პროექტის გაკვეთილების დრო შეიცვალა და 13:00 საათის ნაცვლად, 15:00 საათზე დაიწყება .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები