მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელის კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 24-25 მარტს ბელგიის სამეფოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ბრიუსელის ფორუმში. კერძოდ, მინისტრი სიტყვით გამოვა მე-6 პლენარულ სესიაზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის თემატიკას დაეთმობა. ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში,  ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევების შესახებაც იმსჯელებენ.
სესიის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა აშშ-ის სენატორთან, ჯონ მაკკეინთან. ბრიუსელის ყოველწლიურ კონფერენციას აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დელეგაცია, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები