მერიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ღია ტურნირი “მერიის თასი” ჩატარდება

25-26 მარტს 12 საათზე, ქ.თბილისის მერიის ხელშეწყობით, სპორტის უნივერსიტეტში, საერთაშორისო ღია ტურნირი “მერიის თასი” ტარდება.
როგორც “კვირას” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველ სპორტსმენებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენებიც მიიღებენ.
შეჯიბრი გაიმართება 4 ასაკობრივ ჯგუფში. სულ გათამაშდება 20 მედლის კომპლექტი. პროექტის მხარდამჭერია – საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსი.
საკონტაქტო პირი: +995 599 975 142 გოჩა ჯავახია”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები