ყაზბეგში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორს, ზვიად ქაწაშვილთან ერთად, ყაზბეგის რაიონის სოფელ გერგეტში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა.
ღონისძიებას საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსი მიკოლა ჩეჩოტკინი და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტის დირექტორი ვოლოდიმურ დემჩუკი დაესწრნენ.
შს მინისტრის მოადგილემ, უკრაინელ სტუმრებთან ერთად, ახალი შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ავტოფარეხები დაათვალიერა.
ორსართულიანი შენობა თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა და განხორციელდა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ახალ შენობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი იმუშავებს, რომლებსაც  ახალი სამუშაო ფორმები დაურიგდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები