პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით კანონი უნდა შევიდეს ძალაში 31 მარტამდე.
„იურიდიული შემადგენელი ხელის არმოწერას, არ გააჩნია, აქვს პოლიტიკური შემადგენელი, როცა შენ ხელს კანონს არ აწერ, ამით პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ, დღევანდელ ვითარებაში მიმაჩნია, რომ აქ კიდევ ერთი შემადგენელი გააჩნია არსებულ ვეტოს, იმიტომ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებით რომელიმე კანონი, რაც არის ის კანონი, უნდა შევიდეს ძალაში 31 მარტამდე, შესაბამისად, გამომდინარე იმ პატივისცემისა, რაც მე მაქვს სახელმწიფო ინსტიტუტების, საკონსტიტუციო კომისიის მიმართ, ბუნებრივია ამ კანონს ხელს მოვაწერ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვით, ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო უნდა იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.
ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით 23 თებერვალს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები