რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდიწყაროს განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
სუს-ის ინფორმაციით, ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.
სოფლის მოსახლეობის ინფორმაციით, დაკავება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები