რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ აფხაზეთში С-300-ის ტიპის საზენიტო დანადგარების გაგზავნას უარყოფს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში  С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარების გაგზავნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ეს არის სრული დეზინფორმაცია. რუსეთს აფხაზეთში С-300-ის დამატებითი დივიზიონი არ განუთავსებია. ასევე გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში არანაირი სამხედრო ტექნიკის გადაყვანა არ ხდება“ – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.,
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს „პოლიტიკური სპექტაკლი“ ჟენევის დისკუსიების წინ ხდება, რომელიც 28-29 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები