“რუსეთს, საქართველოს გავლით სომხეთის მიმართულებით, სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა გადააქვს”

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დღეს რუსული სამხედრო ტექნიკა, საქართველოს გავლით, ტრანზიტული დანიშნულებით სომხეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის არასამხედრო სამოქალაქო დანიშნულების ტექნიკა.
„თავდაცვის სამინისტრო გასცემს ნებართვებს სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე, თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავსი ნებართვა არ გაცემულა. მოგახსენებთ, რომ სამხედრო პროდუქციის ტრანზიტზე წლებია, არც სომხეთიდან და არც რუსეთიდან თავდაცვის სამინისტროსთვის არ მოუმართავთ და, შესაბამისად, არც ნებართვა გაცემულა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის ნაციონალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საქართველოდან კონტრაბანდული გზით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, “იგლას“ შეტანას ცდილობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები