ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უზენაესი სასამართლოს წევრის ავტომობილი დაწვეს (ფოტოკოლაჟი)
ე.წ. აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს წევრის, ტიმურ შონიას ავტომობილი სოხუმში დაწვეს. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი“ იუწყება.
“ავტომობილი უზენაესი სასამართლოს წევრს ტიმურ შონიას ეკუთვნოდა. ის უზენაესი სასამართლოს შენობასთან იდგა. აალების მომენტში მანქანის მფლობელი სამსახურში იმყოფებოდა“ – განაცხადა სოხუმის პროკურორმა რუსლან ტირკბამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის თანამშრომლები იუწყებიან, რომ აალება წინა მარჯვენა ბორბლიდან დაიწყო და შემდეგ ძრავზე გავრცელდა. ცეცხლმა ავტომობილის ძრავი მთლიანად გაანადგურა.
მანქანის აალების გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ე.წ. პროკურატურა იუწყება, რომ რამდენიმე დღის წინ სოხუმში ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის ბატალ აიბას მანქანა დაწვეს.