პუტინმა თიბილოვს „საპრეზიდენტო“ არჩევნებში წარმატება უსურვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს “საპრეზიდენტო“ არჩევნებში წარმატება უსურვა. პუტინის და თიბილოვის შეხვედრა გუშინ მოსკოვში გაიმართა. ამის შესახებ „კომსომოლსკაია პრავდა“ იუწყება.
პუტინმა 9 აპრილისთვის დაგეგმილ „არჩევნებს“ „სამხრეთ ოსეთისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე მოვლენა” უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ “ყველაფერი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში გაიმართება”.
თიბილოვმა პუტინს ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პუტინმა და დე ფაქტო ლიდერმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის შენაერთების შესვლის საკითხიც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები