პუტინი დღეს თიბილოვს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდება. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„ძირითადი ყურადღება სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის საკითხებზე გამახვილდება. მოლაპარაკებაზე დაგეგმილია ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვა“, – აცხადებენ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.
როგორც ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმერ სურკოვმა განუცხადა, პუტინი და თიბილოვი ასევე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი ქვედანაყოფის შესვლის საკითხსაც განიხილავენ.
როგორც „ტასს“ თიბილოვის პრესმდივანმა, განა იანოვსკაიამ განუცხადა, თიბილოვი პუტინს 9 აპრილისთვის დაგეგმილი „საპრეზიდენტო“ არჩევნების და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის გადარქმევის შესახებ რეფერენდუმზეც მიაწვდის ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები