გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის დაკავების და გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხებს დააყენებს. ისაუბრებენ ე. წ. საზღვარზე მოქალაქეების დაკავებებზეც.
ენგურის ხიდთან იმყოფება ლუკავას მეუღლე. მას სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – კახაბერ ქემოკლიძე შეხვდა. ლალი ბასარიას ინფორმაციით, მისი მეუღლე ორი თვის წინ შეიწყალა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, თუმცა მხარეები მის გაცვლას აპირებენ და სწორედ ამიტომ არ ხერხდება ამ დრომდე მისი გათავისუფლება. კახაბერ ქემოკლიძის თქმით კი საქართველოს ხელისუფლება გიორგი ლუკავას და სხვა პატიმრების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები