სკანდინავიისა და ბალტიის რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებმა ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს
საქართველოში ვიზიტად მყოფმა სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების რვიანის წევრ ქვეყანათა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეები შიდა ქართლს ეწვივნენ და ადმინისტრაციული ზოლი მოინახულეს. უცხოელმა სტუმრებმა შიდა ქართლში ვიზიტი, გორში განთავსებულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოფისში, მის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყეს. საპარლამენტო დელეგაციის წევრები ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობის სპეციფიკას და ძირითადი საქმიანობის მიმართულებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა სოფელ ხურვალეთთან მდებარე ადმინისტრაციულ ზოლი მოინახულეს, სადაც სოფლის მოსახლეობის ნაწილი რუსული ოკუპაციის მიერ აღმართული მავთულხლართებით არის გაყოფილი.
ნორდიკულ-ბალტიური რვიანი (NB8) არის რეგიონული თანამშრომლობის არაფორმალური ფორმატი ბალტიისა (ლიტვა,ლატვია,ესტონეთი) და ნორდიკულ ქვეყნებს (შვედეთი,ფინეთი,ნორვეგია,ისლანდია,დანია) შორის. NB8 პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის ინსტრუმენტს წარმოადგენს.