ძლიერი ქარის გამო, სამაშველო სამსახურში 100-მდე ზარი უკვე დაფიქსირდა

​თბილისში, ძლიერი ქარის გამო, მოსახლეობას პრობლემები შეექნა. ამ დროისათვის, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში დაახლოებით 100-მდე ზარი დაფიქსირდა.
​როგორც „კვირას“ სააგენტოში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად, დიდი დიღმისა და გლდანის რაიონებიდან ფიქსირდება.
​„რამდენიმე წუთის წინ, დიდი დიღმის ტერიტორიაზე „გუდვილთან“ ძლიერმა ქარმა ხეს ტოტები მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ ავტომანქანას დაეცა. ავტომანქანას საქარე მინა დაუზიანდა. ძლიერმა ქარმა გლდანში ბილბორდიც ჩამოაგდო. მომხდარი შემთხვევების შედეგად, არავინ დაშავებულა“ , – აცხადებენ სააგენტოში.
ძლიერი ქარი ქრის რუსთავშიც. სპორტის ქუჩის #2-ის მიმდებარედ, ქარმა ფიჭვის ხე წააქცია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ადგილზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები