საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე პირებს უმასპინძლეს

 დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ დაუნის სინდრომის მქონე პირებს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლეს.
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ, ადმინისტრაციის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად, ახალგაზრდებს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინეს. გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდებს სამუშაო კაბინეტში თავად უმასპინძლა და მათი უფლებების შესახებ ესაუბრა.
პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ახალგაზრდებს საჩუქრად საქართველოს კონსტიტუცია და წიგნის ვაუჩერები გადასცეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები