გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ახალი ბინები გადაეცათ

გორში ნგრევად შენობებში მცხოვრებმა 29 დევნილმა ოჯახმა ახალი ბინა მიიღო. დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
ბინების გადაცემის ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაესწრნენ. მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კორპუსის ეზოში ხეები დარგეს და დევნილ ოჯახებს ბზის ნერგები გადასცეს.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ხუთსართულიან კორპუსში არსებული ბინები, გორში, ე. წ. ტურბაზის ჩასახლებაში, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, კრიტერიუმების გარეშე გადაეცათ. 29 ოჯახი წლების განმავლობაში ხის კოტეჯებში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა.
კორპუსი დევნილთა სამინისტროს თავდაცვის სამინისტროსგან გადმოეცა. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ 565 358 ლარი შეადგინა. მშენებლობაზე დასაქმებულთა 70%-ს დევნილები შეადგენდნენ.
ამ ეტაპზე, გორში 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც 2017 წელს დასრულდება და ახალ ბინას კიდევ 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები