ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის, კახა პერტაიას ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი სოფელ აჩგუარაში მოხდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„დეპუტატობის კანდიდატის მანქანას ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს. მანქანაში ბესლან და კახა პერტაიები იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ კახა პერტაიამ ტაბელური იარაღიდან საპასუხო ცეცხლი გახსნა“, – აცხადებენ ე.წ. შს სამინისტროში.
სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოხუმში, ე.წ. პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის, ბატალ აიბას ავტომობილი დაწვეს.