ბესელია უსუფაშვილის განცხადებას ბათუმის მოვლენებზე, არასერიოზულს უწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებას ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით გამოეხმაურა.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, აღნიშნულ განცხადებას ის სერიოზულად არ მიიჩნევს.
“იმ ადამიანს არ შევხედავდი სერიოზულად, ვინც საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, რომ ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა ბათუმის მოვლენები”, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, სასაცილოდაც არ ეყო, როდესაც ეს ვერსია პირველად გახმოვანდა.
“როგორც ჩანს, მავანი ცდილობს, სერიოზული ფონი შეუქმნას ამ სრულიად გაუგებარ ვერსიას. მე არ ვუყურებ სერიოზულად ამ ვერსიას და არც იმ ადამიანს შევხედავდი სერიოზულად, ვინც ასეთ რამეს საზოგადოებას აწვდის, რომ ხელისუფლების შიგნით დაიგეგმა ბათუმის მოვლენები. ამაზე სერიოზული დისკუსიის წარმართვა უბრალოდ, წარმოუდგენელია”, – განაცხადა ბესელიამ.
დავით უსუფაშვილმა ბათუმში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების შიდაკლანურ დაპირისპირებას დაუკავშირა.
მისი განცხადებით, ბათუმის ინციდენტი ხელისუფლების შიდაკლანური დაპირისპირება იყო და ხელისუფლება ამის “ნაციონალური მოძრაობისთვის” “ჩამოკიდებას” ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები