“საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებულნი არიან, უვიზო მიმოსვლით გარკვეულ შემთხვევაში ისარგებლებენ”

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დეპორტირებულნი არიან, უვიზო მიმოსვლით, გარკვეულ შემთხვევაში, ისარგებლებენ”, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
”გააჩნია, რისთვის იყვნენ დეპორტირებული. თუკი მუხლი შეეხებოდა ძალიან მძიმე დანაშაულს, მათ აღარ ექნებათ უვიზო რეჟიმით სარგებლობის საშუალება. თუმცა თუკი ადამიანმა ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის ვადას გადააცილა 10-15 წლის წინ და გაუკეთეს დეპორტაცია, შესაძლოა, ისარგებლოს. დოგმატური აღარ არის. ხანდაზმულობის ვადა ყველაფერს აქვს“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ, დეპუტატი არჩილ თალაკვაძის კითხვის საპასუხოდ.  დეპუტატი დაინტერესდა, ისარგებლებენ თუ არა უვიზო რეჟიმით რეადმისირებული და დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები