მუნიციპალური განვითარების ფონდი ხაშურში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დააფინანსებს

ხაშურის მე-7 საბავშვო ბაღს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდის დონორებთან ურთიერთობის და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ გოგოტიშვილი და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, შოლან ვონგის ხელმძღვანელობით, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი გურასპაშვილს, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსს, სერგო ლალიაშვილს და ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსს, გიორგი პაპიაშვილს შეხვდნენ და მე-7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გეგმები განიხილეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა მუნიციპალური განვითარების ფონდთან გასულ წელს დაიწყო. შედეგად, დაიგეგმა მნიშვნელოვანი პროექტი – Vll საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. პროექტი საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 911 000 ლარია. უკვე გამოცხადებულია ტენდერი და სამუშაოები მაისის ბოლოს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები